17:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-07 16:40:24, 1138 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ოპოზიციის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ სტამბოლში ათიათასობით მხარდამჭერი შეკრიბა

თურქეთის ოპოზიციის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ სტამბოლში საარჩევნო მიტინგი გამართა. მის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი და 5 ოპოზიციური პარტიის ლიდერი მივიდა.

მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, შაბათს ათასობით ადამიანი შეიკრიბა სტამბოლში თურქეთის ოპოზიციისა და რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერის ქემალ კილიჩდაროღლუს მხარდასაჭერად, მონაწილეობა მიიღო საარჩევნო მიტინგში მალთეფე ორჰანღაზის ქალაქის პარკში. მის გარდა იყვნენ ოპოზიციური ალიანსის 5 სხვა პარტიის ლიდერებიც, სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ და ანკარის მერი მანსურ იავაში, ქილიჩდაროღლუს თანაპარტიელი. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მას.

კილიჩდაროღლუ ცვლილებებს ჰპირდება და ეს სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იზიდავს მისკენ:

_"მოახლოებული არჩევნები ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი ბოლო არჩევნებია. იმედი მაქვს, ეს სისტემა შეიცვლება."
"დავიღალეთ, დავიღალეთ ქალების, ჩვენი შვილების მიმართ შეურაცხყოფის მოსმენით. დავიღალეთ ჩვენი შვილების უმუშევრობით, ქალების მკვლელობით, სხვა რა ვთქვა?"

ბოლო 20 წელია ჩვენი უფლებები, სამართლიანობა, თავისუფლება - ეს ყველაფერი თანდათან ქრება და ქრება.

ზოგიერთი უახლესი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქემალ კილიჩდაროღლუ პირველად უსწრებს მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში მართავს - ჯერ როგორც პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი სახელმწიფოს მეთაური.

ერდოღანი თავის წინასაარჩევნო აქციას კვირას სტამბოლის ათათურქის აეროპორტის ეროვნულ ბაღში გამართავს.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics