|
2023-05-04 16:16:53, 1561 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას
კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, მოსკოვმა იცის, რომ ხშირად მიზნებს არა კიევი, არამედ ვაშინგტონი განსაზღვრავს. „კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მსგავსი მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი უკვე აკეთებს იმას, რასაც მას ეუბნებიან, რომ გააკეთოს“,- ამბობს პესკოვი. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია კრემლზე თავდასხმაში შეერთებული შტატების მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ისინი ჯერ არ გამჟღავნებულა. შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა კრემლის შენობას დრონებით დაესხა თავს. კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები". მომხდარს მალევე გამოეხმაურა უკრაინა. თავდაპირველად, განცხადება პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინა კრემლის თავდასხმაზე ინფორმაციას არ ფლობდა. მოგვიანებით, ფინეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევს მოსკოვზე ან პირადად ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა არ უცდია. აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)