18:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 13:44:26, 1456 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ყველას სურს, რომ ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოში იხილოს

რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე. ეს უნდა მოხდეს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პუტინი პასუხს მას შემდეგ აგებს, რაც უკრაინა პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში გაიმარჯვებს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს სხვა ვლადიმერის ნახვა აქ - გვსურს მისი ნახვა ჰააგაში. ის, ვინც იმსახურებს დანაშაულებრივ ქმედებებში მსჯავრს და ეს უნდა გაკეთდეს აქ, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ არა მარტო ბრძოლის ველზე და არა მხოლოდ აგრესიასთან დუელში... ნახეთ, როგორ გაერთიანდნენ მსოფლიოს ქვეყნები უკრაინელების დასახმარებლად",- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში დღეს ჩავიდა. სახელმწიფოს მეთაურმა  პარლამენტს უკვე მიმართა, ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics