|
2023-04-30 11:35:31, 1417 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის სტადიონი პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი, რომელიც აშშ-ში გაიმართება
განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია ბათუმის ახალი სტადიონი და ის გახდა ნომინანტი ეროვნულ დონეზე. ახლა უკვე წარდგენილია ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე აშშ-ში. ეს ნომინაცია უკვე ნიშნავს წარმატებას. ჩვენ ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს ავტორიტეტული ჟიური. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქალაქს და ჩვენს პროექტებს", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. "ბათუმი აჭარაბეთ არენამ" და სტადიონის მშენებელმა კომპანია "ანაგმა" უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards 2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა და ოსკარი მოიპოვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)