05:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 17:23:12, 1471 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 44 მებრძოლი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 44 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები.

"პატიმართა მორიგი გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 44 ჩვენი ადამიანის სახლში დაბრუნება. ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები",- განაცხადა ერმაკმა.

მისივე თქმით, დამპყრობლების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, გათავისუფლებულთა შორის არიან დაჭრილებიც, რომლებიც მტერმა ტყვეობაში აწამა.

"ჩვენი გუნდი, სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალების შესრულებას, რაც ნათლად ჟღერდა: „მოიყვანეთ ყველა სახლში“, - დასძინა ერმაკმა.

ცნობისთის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლების ტყვეობიდან უკვე 2 279 უკრაინელი გათავისუფლდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics