18:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 23:32:29, 1202 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - ამერიკის ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომ შეკრიბოთ იმხელა ზიანს ვერ მიაყენებენ ამერიკას, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა

ამერიკის ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომ შეკრიბოთ იმხელა ზიანს ვერ მიაყენებენ ამერიკას, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურის წარდგენას.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია, რომელმაც კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიიყვანა.  

„თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ამერიკის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, შეკრიბოთ და ისინი არ მიაყენებდნენ იმხელა ზიანს ჩვენს ერს, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა სულ რამდენიმე წელიწადში. ჯო ბაიდენის სოციალისტური ხარჯების წყალობით, ამერიკელ ოჯახებს ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე საშინელი ინფლაცია ანადგურებთ. ბანკები კოტრდებიან, ჩვენი ვალუტა იშლება და მალე დოლარი აღარ იქნება მსოფლიო სტანდარტი, რაც ჩვენთვის უდიდესი მარცხი იქნება. ბაიდენის პრეზიდენტობისას ხელფასი ყოველთვიურად მცირდება, უკვე ზედიზედ ორი წელია. ჩვენ დავკარგეთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ისევე როგორც დავკარგეთ ავღანეთი. ბენზინის ფასმა ახლახანს ხუთი თვის მაქსიმუმს მიაღწია და კიდევ უფრო განაგრძნობს ზრდას. ჩემი ხელმძღვანელობისას, ჩვენ გვქონდა ყველაზე უსაფრთხო საზღვარი აშშ-ის ისტორიაში. ბაიდენის დროს სამხრეთ საზღვარი გაუქმდა და მილიონობით არალეგალი უცხოელი შემოუშვეს ჩვენთან. ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics