01:37 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 17:22:21, 1458 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს

დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, კიევი აფასებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ გაწეულ სამხედრო დახმარებას, მაგრამ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული უკრაინის ნატო-ში მიწვევასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში მოსახლეობის და უკრაინელთა უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. დადგა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დრო. შეუძლებელია ევროატლანტიკური გარემოს უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე და ეს ხალხს ესმის. ჩვენ ურთიერთობის დღევანდელ ფორმატზე მეტი გვჭირდება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნატო-ს ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარებას, მაგრამ გვინდა, გავიგოთ, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს დღეს, 20 აპრილს ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics