13:33 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:16:08, 1201 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსის შესადგენად მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიწის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკის გასატარებლად მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსის წარმოება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა

შამუგიას თქმით, ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა „მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ“ კონცეფცია.

„აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც წელს დასრულდება. მთლიანად მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა დასრულდება 2024 წელს და ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს ასევე შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. კონცეფცია წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველს, რომელიც დაარეგულირებს საძოვრების მართვის საკითხებს, განხილვების დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics