08:41 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-17 10:57:46, 1475 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ნაღმზე 750-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფეთქდა

ბრიტანული დაზვერვის დღევანდელი ანგარიში ეძღვნება რუსეთის მიერ ოკუპირებული  უკრაინის ტერიტორიების დამინვის პრობლემებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში ნაღმებზე 750-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფეთქდა. 

"უკრაინიდან ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები ნაღმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ. ყველაზე მეტად დაზარალდა ხერსონისა და ხარკოვის ოლქები, ტერიტორიები, რომლებიც ადრე რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული.
გაზაფხულის დადგომასთან და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად, გაიზრდება მშვიდობიანი მოსახლეობის ნაღმების აფეთქების რისკი.
შეჭრის დაწყებიდან  ნაღმების აფეთქების შედეგად 750-ზე მეტი სამოქალაქო მსხვერპლი დაფიქსირდა, აქედან რვიდან ერთში ბავშვია. 

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას, ალბათ, მინიმუმ ათი წელი დასჭირდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics