|
2023-04-12 16:50:49, 1446 ნახვა
ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - უკრაინას კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს
უკრაინას კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად, საკმარისი შესაძლებლობები აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა აქვს, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო გარემოცვამ იცის. ოსტინმა დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. "უკრაინას აქვს შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. მათ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, რაც საჭიროა კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, რომელიც ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფება, განაცხადა, რომ კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)