|
2023-04-12 09:38:07, 1395 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს
უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც შმიგალმა The Hill-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე ძლიერი ზეწოლა უკრაინული საზოგადოებიდან მოდის. პრემიერ-მინისტრის თქმით, რაც შეეხება პარტნიორებს, მათი მხრიდან უკრაინაზე კონტრშეტევის დაწყების მოთხოვნით ზეწოლა არ ხორციელდება. „ყველა ჩვენი მეგობარი და პარატნიორი მკაფიოდ ხვდება, რომ კონტრშეტევისთვის აუცილებელია 100%-იანი მზადყოფნა და შეიძლება მეტიც. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორიცაა ტანკები, საბრძოლო მასალები, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა",- ამბობს შმიგალი. ცნობისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. აშშ-მდე ის კანადას სტუმრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)