|
2023-04-11 23:20:34, 1490 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
კანადა უკრაინას იარაღს უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ტორონტოში, უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მისივე თქმით, რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, კანადა სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ აწესებს. ამასთან ერთად კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანადა უკრაინას 21 ათას ავტომატსა და საბრძოლო იარაღს, ასევე, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ ტყვიას გაუგზავნის. „რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. იმისთვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა პუტინის ხელშემწყობებზე ბელარუსში, დამატებით სანქციებს ვაწესებთ ცხრა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის ფინანსურ სექტორთან“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)