|
2023-04-11 18:45:32, 1484 ნახვა
ომი უკრაინაში
კონგრესმენი ჯიმ ჰაიმსი - პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა, თუ ის ავთენტურია, ბრძოლის ველზე ცუდ შედეგებში გარდაიქმნება
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას, თუ ის ავთენტურია, სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინელებისთვის რუსეთთან ომში, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, კონგრესმენმა ჯიმ ჰაიმსმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი, რაც მიუთითებს სადაზვერვო ინფორმაციის წყაროებსა და მეთოდებზე, შეიცავს რეალურ რისკს, რომ ეს წყაროები და მეთოდები შეიძლება გაქრეს. „რუსებს არ გაუჭირდებათ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების გზების გაწყვეტა. ყველაფერი, რაც მიუთითებს სადაზვერვო ინფორმაციის წყაროებსა და მეთოდებზე, შეიცავს რეალურ რისკს, რომ ეს წყაროები და მეთოდები შეიძლება გაქრეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ადამიანების მოკვლას, ეს შეიძლება ნიშნავდეს ტექნოლოგიების გათიშვას. ეს ბრძოლის ველზე ცუდ შედეგებში გარდაიქმნება“, - განაცხადა ჯიმ ჰაიმსმა. შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება კი, 9 აპრილს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)