2023-04-11 17:24:19, 1253 ნახვა
მსოფლიო
მორავეცკი - პოლონეთში ნატო-ს იარაღის საწყობების მშენებლობა გაგრძელდება
პოლონეთში ნატო-ს იარაღის საწყობების მშენებლობა გაგრძელდება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
მორავეცკის თქმით, საწყობები, რომლებშიც ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა აღჭურვილობა განთავსდება, ჩრდილოატლანიკური ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევქმნით იარაღის საწყობებს. ნატო-ს რამდენიმე ათასი სამხედრო ტექნიკა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში განთავსდება. ამის წყალობით, ჩვენ ბევრად უფრო უსაფრთხო ქვეყანა ვიქნებით“, - ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ "ეს შესაძლებლობა მტერს შეაკავებს".
ავტორი: ექსპრესნიუსი,