|
2023-04-11 14:43:13, 1470 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. დანილოვის თქმით, გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. "თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი", - აცხადებს დანილოვი. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ასევე ეხმაურება პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ „სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)