|
2023-04-10 21:23:12, 3440 ნახვა
კომენტარი
გვრიტიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის
შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაარწმუნა მოსამართლეები, რომ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის. "შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს. ამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, გათვლა იყო ის, რომ ერთი მხრივ თვითონ სასამართლო კორპუსისადმი იყო გზავნილი და მიზნად ისახავდა დაშანტაჟებას და მეორე - გზავნილი იყო ხელისუფლებისადმი, რომ გაემიჯნეთ. პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ამის ცალსახა ლუსტრაცია. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია, რომ ვთქვათ, ჩვენს "ევროპულ მომავალს" ეს ოთხი ადამიანი შევწიროთო. რაც შეეხება მთავრობას და მის მეთაურს, დღევანდელმა მისმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს არ არის მარტო ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც სახელმწიფოს პირველი თანამდებობის პირს უნდა ეკავოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", - განაცხადა გვრიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)