09:33 - 24 May, 2026
|
2023-04-05 20:02:13, 1540 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი პოლონეთში ვიზიტზე - რუსულ ბოროტებასთან ბრძოლაში ერთიანნი ვართ
ჩვენს ერებს შორის საზღვრები მომავალში არ იქნება, - ამის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა და პოლონეთი ერთიანია რუსეთთან ბრძოლაში, რომელიც ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებას. "ჩვენს ერებს შორის საზღვრები მომავალში არ იქნება. ჩვენ ერთიანი ვართ რუსულ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებას და დღემდე ყალბ ინფორმაციას იგონებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ", - განაცხადა ერმაკმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც ის პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)