|
2023-04-05 16:29:06, 1561 ნახვა
ომი უკრაინაში
დუდა - პოლონეთი უკრაინას კიდევ ოთხ MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს
პოლონეთის მთავრობა უკრაინას კიდევ ოთხ MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დუდას თქმით, ვარშავა ასევე მზად არის, კიდევ მეტი თვითმფრინავი გაგზავნოს კიევში. "ჩვენი საწყობებიდან ოთხი MiG-29, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცათ. უკრაინას დამატებით კიდევ ოთხი MiG-29 გადაეცემა. ჩვენ ასევე მზად ვართ, უკრაინას კიდევ ექვსი MiG თვითმფრინავი გადავცეთ, რომელთა გადაცემაც საკმაოდ სწრაფად შეიძლება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს MiG თვითმფრინავები, რომლებიც განახლებულია ნატო-ს სტანდარტებზე. ჩვენ მაინც დაგვჭირდება ეს MiG",- განაცხადა დუდამ. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ პოლონეთი საჭიროებისამებრ შეძლებდა უკრაინაში სხვა MiG-ების გადაყვანას. "დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ ჩვენი სხვა MiG-ების გადაყვანას, თუ საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი მოკავშირეების თანხმობა იქნება საჭირო, რადგან მოდერნიზაციის შემდეგ მათ აქვთ შეერთებული შტატებიდან გადაცემული აღჭურვილობა," - დასძინა დუდამ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს დღეს, 5 აპრილს პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენმა, ანჯეი დუდამ მიიღო. დუდასთან შეხვედრის გარდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცსკისთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)