2023-04-05 15:06:35, 1231 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ავრცელებს.
კირილენკოს ცნობით, კრამატორსკის რაიონში, კერძოდ სოფელ ოლექსიევო-დრუჟკოვკას დაბომბვის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა
"დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 4 - ასეთი ოპერატიული მონაცემები ოლექსიევო-დრუჟკოვკას დაბომბვის შედეგად.
ქალაქი დღეს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე დაბომბეს - რუსების სამიზნე საცხოვრებელი სექტორი იყო. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალა.
ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და ანეიტრალებენ ჭურვებს",- წერს კირილენკო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,