|
2023-04-05 13:22:23, 1907 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში გაასამართლებენ სამხედროებს, რომლებმაც 368 ადამიანი ერთი თვით სარდაფში გამოკეტეს
უკრაინაში გაასამართლებენ სამხედროებს, რომლებმაც 368 ადამიანი ერთი თვით სარდაფში გამოკეტეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ოკუპანტები დატყვევებულ ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ. დაკავებულთა შორის იყვნენ მოხუცები და ბავშვებიც. "რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ სოფელ იაგოდნოეში, რუსმა სამხედროებმა ცოცხალ ფარად გამოყენების მიზნით, 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი სკოლის სარდაფში იძულებით გამოკეტეს",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. გარდა ამისა, რუსი სამხედროები უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებული ომის კანონების დარღვევის მუხლებით არიან ბრალდებული, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი ნაწილი, 28-ე მუხლის პირველი ნაწილი და 438-ე მუხლი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)