00:26 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 18:52:02, 1391 ნახვა

რეგიონი
,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს

ავარიული სახლების ადგილზე ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

პროგრამა "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს.  მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

მრავალბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს კვინიტაძის #1, #3, #11-ში.  გრიშაშვილის #9-ში. ასევე, ხინიკაძის #7-ში.

მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო ე.წ ,,შანხაის" დასახლებაში, 26 მაისის, ხიმშიაშვილისა და კახაბრის ქუჩებზე.

ასევე, ავარიული კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა 6 მისამართზე.

პროგრამის ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისებით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში გასულ წელს ამოქმედდა, რომლისთვისაც, ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 100 მილიონი ლარი. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი იქნება უზრუნველყოფილი ახალი უსაფრთხო საცხოვრებლით. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics