|
2023-03-31 15:49:20, 1309 ნახვა
სამართალი
სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის 63 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურორმა, ბაჩანა ქარქუზაშვილმა განაცხადა, 63 წლის კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მხრიდან და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2023 წლის 25 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთის მეურნეობაში ბრალდებულმა ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა ქმედებები. კვალიფიკაცია წარედგინა შემდეგი მუხლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- განაცხადა პროკურორმა. ამასთან ბრალდებულის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა სტაციონარში გადაწყდა. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სტაბილური თუმცა იგი იყო კონტაქტური და ამიტომ გადაწყდა აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა სტაციონარში. მან დააფიქსირა, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ და ძალიან მოკლედ, რამდენადაც ჯანმრთელობის მდგომარეობამ მისცა შესაძლებლობა, ესაუბრა მოსამართლეს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, მოწმის შესახებ, რომელსაც "ოქროს მოწმე" დაერქვა, რომ მათ ჰქონდათ კონფლიქტი და იგი დაჭერით ემუქრებოდა. არის არასრულწლოვანი გოგონას ჩვენება, რომელიც არის ანალოგიური მოწმის ჩვენებისა, ანალოგიური წერტილ-მძიმით",- განაცხადა თამარ თედლიაშვილმა. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 63 წლის კაცი, 28 მარტს დააკავეს, ხოლო გუშინ, 30 მარტს, მას ბრალდება წარედგინა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)