13:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 10:49:50, 1903 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში ის უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში, ის უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, პუტინი ფოკუსირებულია გაჭიანურებული კონფლიქტის გზით თავისი თავდაპირველი მიზნების მიღწევასა და გამარჯვებაზე.

"პუტინი, როგორც ჩანს, უარყოფს დასავლურ დისკურსში გავრცელებულ იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს ან მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ვერ დაარწმუნეს ის, რომ უნდა განიხილოს კონფლიქტის მოგვარების რამე კომპრომისი. პუტინი ფოკუსირებულია თავდაპირველი მიზნების გაჭიანურებული კონფლიქტის გზით მიღწევაზე, რომელშიც ის იმარჯვებს ძალის გამოყენებით უკრაინისთვის საკუთარი ნების მოხვევის ან დასავლეთის მიერ კიევის მიტოვების შემდეგ, უკრაინის ნების გატეხვის გზით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ISW-ის ანალიტიკოსების თქმითვე, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები აუცილებელია.

„რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაგრძელება ბახმუტისა და ავდიივკას ირგვლივ ისევე, როგორც ლუგანსკისა და დასავლეთ დონეცკის ფრონტის ხაზების გასწვრივ, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინი რჩება გაჭიანურებულ ომში გამარჯვების მიღწევის ერთგული, რომლის შედეგს, დიდწილად, ადგილზე არსებული სამხედრო რეალობები განსაზღვრავს“,- ვკითხულობთ ISW-ს ანგარიშში.

გარდა ამისა, ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინას სამი ვარიანტი აქვს:

  • შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რაც გამოიწვევს კატასტროფულ დამარცხებას;
  • განაგრძოს შეზღუდული სამხედრო ოპერაციების ჩატარება მხოლოდ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს წაახალისებს პუტინს შემდგომი თავდასხმებისკენ; წამოიწყოს კონტრშეტევა, რათა დაარწმუნოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში;
  • შექმნას ისეთი სამხედრო რეალობა, რომ კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა შეძლონ კონფლიქტის ეფექტურად გაყინვა პუტინის გადაწყვეტილების მიუხედავად.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics