12:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 11:47:51, 1578 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანული დაზვერვა: რუსული ძალები თავდაცვას უბრუნდებიან, ბახმუტზე თავდასხმამ უკიდურესად ამოწურა მათი შესაძლებლობა

რუსეთის შეტევა ბახმუტზე პრაქტიკულად შეჩერდა - და ეს, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს რუსეთის ძალების უკიდურეს ამოწურვაზე, - ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა იუწყება.

ყოველდღიური დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ ასევე დიდი დანაკარგი განიცადა ქალაქის თავდაცვის დროს.

მოსკოვისთვის სიტუაციას ამძიმებს დაძაბულობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის დაქირავებულებს, შორის- აცხადებენ მოხსენების ავტორები. რუსეთმა ყურადღება გადაიტანა დონბასის სხვა ქალაქზე - ავდიივკაზე (ბახმუტის სამხრეთით), ხოლო კრემენნაიასა და სვატოვოს სექტორებზე (ჩრდილოეთით). იქ, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსი სამხედროები ამ ტერიტორიებზე ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას ცდილობენ.

ეს ყველაფერი თავდაცვით სქემაში დაბრუნებას ჰგავს - ამ წლის იანვრიდან მოყოლებული თავდასხმის არადამაჯერებელი მცდელობის შემდეგ, - ნათქვამია მოხსენებაში.

ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ვითარება ყველაზე მძიმე რჩება ბახმუტის მიმართულებით, მაგრამ "სიტუაციის სტაბილიზაცია შესაძლებელია" უკრაინელი სამხედროების "ტიტანური ძალისხმევის" წყალობით. . ამის შესახებ მან ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსთან ენტონი რადაკინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში ბახმუტთან ახლოს სამხედროებს ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics