|
2023-03-15 10:50:11, 1554 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისში სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისა და სასტუმროების სექტორის აქტიური მხარდამჭერია. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, 5 ვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა. აღნიშნულ პროექტში ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 5 327 500 აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროში განთავსებულია, როგორც აუზი, რესტორნები, გასართობი და დასვენების სივრცეები, ასევე სატრენაჟორო და საკონფერენციო დარბაზები. „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით წელს, თბილისში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა შევძელით, რაც ძალიან გვახარებს. Royal Tulip ბაზარზე პირველად 1960 წელს გამოჩნდა და დღეს მსოფლიოს 41 ქვეყანაში, 1500-მდე სასტუმროთი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა. თბილისის სასტუმროში ვიზიტორებს დახვდებათ ყველა ის კომფორტი, რაც აუცილებელია კარგი დასვენებისთვის, განტვირთვისა თუ საქმიანი შეხვედრებისთვის“, - განაცხადა სასტუმრო Royal Tulip-ის წარმომადგენელმა, შიშუ პალ ბურდაკმა. “საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თბილისს კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმრო შეემატა. სასტუმრო 13 სართულს და 120 ნომერს მოიცავს, რომელიც ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ბიზნესისა და სასტუმროების სექტორისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გალოგრემ.
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)