|
2023-03-14 22:53:58, 1321 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურა, ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო,სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახს. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე,რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ე.წ. გასაბერი ბატუტის კონსტრუქციის მოწყობის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დაცვაზე, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ ბატუტის მყარ ზედაპირზე არსებულ სამაგრებზე მიბმა, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევით განახორციელა. ბრალდებულის მხრიდან ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი ერთობოდა, ქარმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა,რამაც სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დადგენის მიზნით.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)