|
2023-03-04 08:55:00, 1497 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი შოლცს - სამხედრო მხარდაჭერის გარდა, უკრაინელებს თქვენ დიდი მორალური მხარდაჭერაც აღმოუჩინეთ
თქვენ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უზრუნველყავით. მე ვიტყოდი, რომ სამხედრო მხარდაჭერის გარდა, უკრაინელებს თქვენ დიდი მორალური მხარდაჭერაც აღმოუჩინეთ, - ასე მიმართა თეთრ სახლში შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ წლის განმავლობაში გაერთიანებულად მოქმედება მნიშვნელოვანი იყო, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერის გაწევა, მხარდაჭერის, რომელიც გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. "ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელია მსოფლიოსთვის დიდი საფრთხის გამო, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისგან მომდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ ერთად, რომ გავაერთიანეთ ძალები და შესაძლებელი გავხადეთ უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერა მთელი ამ ხნის განმავლობაში", - განაცხადა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)