01:03 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 13:32:31, 1424 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ და ნინო ნიჟარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს დედის დღე მიულოცა

2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს დედის დღე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, თინა ზოიძემ მიულოცეს. 

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებული დახმარება ომში დაღუპული მეომრებისა და ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის მომავალი წლიდან გაორმაგდება.

მთავრობის წევრებმა დედის დღე მიულოცეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, რომან ზოიძის დედას. კაპრალი გმირულად დაიღუპა შინდისის მისადგომებთან. რომან ზოიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-III ხარისხის ორდენით.

ასევე, დედის დღე მიულოცეს აგვისტოს ომის გმირის - ამირან შაინიძის მეუღლეს. ამირან შაინიძე ერგნეთთან ჩამოგდებულ ჭურვს ემსხვერპლა. მას მიღებული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებისა და 2012 წელს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს 1 000 ლარს გადასცემს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული დახმარება მომავალი წლიდან გაორმაგდება. ოჯახები აგვისტოს თვეშიც მიიღებენ დახმარებას 3 000 ლარის ოდენობით.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics