|
2023-03-01 21:15:57, 971 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი ბრძოლას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ
გერმანია გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებასა და იარაღის შეკეთების შესაძლებლობებს, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია გარდა იმ იარაღებისა, რომელებიც თავად მიაწოდა უკრაინას, ამასთან ერთად უზრუნველყოფს იმ საბრძოლო მასალის მიწოდებსა, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში. „უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვცა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ასევე არის საკმარისი მარაგი, სათადარიგო ნაწილები, რომ შევქმნათ ომში გამოყენებული იარაღის სარემონტო შესაძლებლობები, უკრაინის გარეთ მდებარე ადგილებში ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალის წარმოებას, როგორც იმ იარაღისთვის, რომელიც ჩვენ თვითონ მივაწოდეთ [უკრაინას], ასევე იმ იარაღისთვის, რომელიც მოდის იმ მარაგებიდან, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)