17:34 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 09:32:16, 1531 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა - რუსეთმა დრონებით თავდასხმა განახორციელა

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. პირველი განგაში ჩერნიგოვის რეგიონში გაისმა, რასაც კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქები მოჰყვა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო სივრცეში მტრის უცნობი ობიექტები გადაადგილდებოდა. ასევე, ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ოლქში მოწინააღმდეგის კუთვნილი კამიკაძე-დრონები დააფიქსირეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო სიგნალი. 

"საჰაერო თავდაცვის ძალები მზადყოფნაში არიან. დარჩით თავშესაფრებში, სანამ განათება არ ჩაქრება და შეინარჩუნეთ საინფორმაციო დუმილი - არ გადაიღოთ კადრები და არაფერი გამოაქვეყნოთ ინტერნეტში", - განაცხადეს სამხედრო ადმინისტრაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics