17:34 - 24 May, 2026
|
2023-02-26 18:06:00, 1800 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - მომდევნო ასი წლის განმავლობაში, რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა არ მოხდება
მომდევნო ასი წლის განმავლობაში, რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა არ მოხდება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც შმიგალმა გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, საჭიროა, რუსეთი შეიცვალოს. "შერიგება, თანამშრომლობა - არა, არა იქნება მომდევნო ასი წლის განმავლობაში. რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს. მოხდეს დემოკრატიზაცია, დემილიტარიზაცია და დენუკლეარიზაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შმიგალმა რუსეთის ფედერაციასთან ომში ერთადერთი შესაძლო კომპრომისი დაასახელა - მტრის ჯარების სრული გაყვანა 1991 წლის საზღვრით დადგენილი უკრაინის ტერიტორიიდან. "უკრაინა ვერ ხედავს კომპრომისებს მის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ამას არ დაუშვებს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)