|
2023-02-26 13:15:33, 1462 ნახვა
ომი უკრაინაში
სკიბიცკი - გაზაფხულზე უკრაინის არმია კონტრშეტევისთვის მზად იქნება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, გაზაფხულზე უკრაინა კონტრშეტევისთვის მზად იქნება. როგორც სკიბიცკიმ გერმანულ მედიაჯგუფ Funke-თან ინტერვიუში აღნიშნა, "ზუსტი მომენტი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის დასავლური იარაღის მიწოდებაზე". „ვფიქრობ, გაზაფხულზე ჩვენ მზად ვიქნებით კონტრშეტევისთვის“, - განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ და არ გამორიცხა, რომ უკრაინამ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში იარაღის საცავებს დაარტყას. "უკრაინაზე თავდასხმები სწორედ იქიდან დაიწყება. ეს საფრთხეს უქმნის, მაგალითად, ხარკოვს", - თქვა მან და განმარტა, რომ კონტრშეტევის მიზანი „უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაა“. „ჩვენ შევწყვეტთ მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანას 1991 წლის საზღვრებში აღვადგენთ“, - განაცხადა სკიბიცკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)