|
2023-02-25 16:58:02, 1896 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ჩვენ ვრჩებით ერთიანნი ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავარღვიოთ რუსეთის ომის მანქანა
ჩვენ ვრჩებით ერთიანნი ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავარღვიოთ რუსეთის ომის მანქანა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, მათ შორის ჟენევის კონვენციის, "მიღებულია სანქციების მე-10 პაკეტი: ჩამოთვლილი 121 ფიზიკური პირი და სუბიექტი, მნიშვნელოვანი ახალი იმპორტი/ექსპორტი შეზღუდვები, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვა. ჩვენ ვრჩებით ერთიანნი ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავარღვიოთ რუსეთის ომის მანქანა. როგორც ჩვენი ჩამონათვალის ნაწილი, ჩვენი სანქციების სამიზნეა ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის, რაც მე გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე განვაცხადე" - წერს ბორელი. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა. სანქციები შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს, ავრცელებენ პროპაგანდას ან რუსეთს აწვდიან დრონებს, რომელსაც ის შემდგომ უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)