|
2023-02-25 12:21:57, 1562 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - ახლა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები არ სჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამ ეტაპზე უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხს არ განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ავიაგამანადგურებლებს უკრაინას არასდროს მიაწვდიან, ბაიდენმა უპასუხა: „შეუძლებელია იმის ცოდნა, რა სახის დახმარება დასჭირდება უკრაინის თავდაცვას მომავალში. თუმცა, ჩვენი სამხედროების აზრით, ახლა არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ აუცილებელია F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდება. ზელენსკის ახლა F-16-ები არ სჭირდება“. ბაიდენის თქმით, აშშ-ის სამხედრო უწყება ამ ეტაპისთვის უკრაინისთვის სხვა სახის მხარდაჭერას მიიჩნევენ უფრო მნიშვნელოვნად. „ჩვენ მას ვუგზავნით იმას, რაც ამ ეტაპზე სჭირდება. მას სჭირდება ტანკები, არტილერია, სჭირდება საჰაერო თავდაცვა, მათ შორის კიდევ ერთი HIMARS (მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა)“,- განაცხადა ბაიდენმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)