|
2023-02-24 21:42:48, 1590 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არსებობს რისკი, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწოდებს. - ამის შესახებ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, წერს Interfax-Ukraine. „მინდა მჯეროდეს, რომ ჩინეთი იქნება სამართლიანი სამყაროს მხარეს, რაც ნიშნავს ჩვენს მხარეს ყოფნას. გულწრფელად გეტყვით და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია: ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ჩინეთი არ მიაწოდებს იარაღს რუსეთის ფედერაციას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პუნქტი არის მთავარი და პირველი“, - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ჩინური იარაღის მიწოდება არ მოხდეს. ”მართალი გითხრათ, არის რისკი იმისა, რომ მოხდეს მესამე მსოფლიო ომი”, - თქვა ზელენსკიმ. მანამდე Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ჩინურ დრონების მწარმოებელთან კამიკაძეების დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით. თებერვალში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ ჩინეთს შეეძლო რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)