|
2023-02-24 10:12:58, 1880 ნახვა
ომი უკრაინაში
არახამია - ერთი წლის წინ უკრაინელებს არ შეეშინდათ და დაიწყეს „მსოფლიოს მეორე არმიის“ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მოგერიება
შემოჭრიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა გაძლიერდა, რუსეთი კი დასუსტდა,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია Telegram-ზე წერს. არახამიას თქმით, ერთი წლის წინ უკრაინელებს არ შეეშინდათ და დაიწყეს "მსოფლიოს მეორე არმიის" სრულმასშტაბიანი შემოჭრის მოგერიება. "ერთი წლის წინ უკრაინელებს არ შეეშინდათ და დაიწყეს "მსოფლიოს მეორე არმიის" სრულმასშტაბიანი შემოჭრის მოგერიება. საკუთარი თავის გარდა არავის სჯეროდა, რომ გავუძლებდით. მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვებრძოლა და მსოფლიოს დაეჯერებინა ჩვენი გამარჯვება. და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შემოჭრიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა გაძლიერდა, რუსეთი კი დასუსტდა. უკრაინელები გამძლეობისა და სიმამაცის მაგალითი გახდნენ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. ჩვენი პრეზიდენტი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. უკრაინას აქვს უმაღლესი დონის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე. ჩვენ დე ფაქტო შევუერთდით ევროკავშირს. ჩვენ გადავდივართ დასავლურ იარაღზე და ნატოს სტანდარტებზე. დღეს ჩვენ უფრო ახლოს ვართ გამარჯვებასთან, ვიდრე ერთი წლის წინ. ეს არის ჩვენი ერთიანობის და თავდაცვის ძალების გმირობის შედეგი. სწორედ ეს გვაიძულებს გავიმარჯვოთ და რუსეთმა გადაიხადოს ყველაფრის ფასი",- წერს არახამია. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაბომბვების სერიამდე 20 წუთით ადრე, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)