|
2023-02-24 10:04:50, 1380 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - 2023 ჩვენი გამარჯვების წელი იქნება
ვიცით, რომ 2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება! - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავს. როგორც სახელმწიფოს მეთაური Twitter-ზე წერს, 24 თებერვალს უკრაინამ არჩევანი არა გაქცევაზე, არამედ ბრძოლაზე გააკეთა. "24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი. გაქცევა კი არა, პირისპირ დახვედრა. წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს იყო ტკივილის, მწუხარების, რწმენისა და ერთიანობის წელი. წელს კი ჩვენ უძლეველი დავრჩით. ვიცით, რომ 2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაბომბვების სერიამდე 20 წუთით ადრე, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)