|
2023-02-23 18:04:32, 1603 ნახვა
კომენტარი
ჩხაიძე ხაჭაპურიძეზე - სწორედ მასზეა ქართული ანდაზა - ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო
ჟურნალი არ არის რუსული. ჟურნალი არის სომხეთის. სამეცნიერო ჟურნალი ხაჭაპურიძე შალვასგან ძალიან შორს არის, - ასე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომელმაც ჩხაიძე რუსული გაზეთის საბჭოს წევრობაში დაადანაშაულა, რომლის რედაქტორიც პუტინმა დააჯილდოვა. მისივე თქმით, შალვა ხაჭაპურიძემ წერა-კითხვაც კი არ იცის და სწორედ მასზეა ქართული ანდაზა : ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო. „ჟურნალი არ არის რუსული. ჟურნალი არის სომხეთის. სამეცნიერო ჟურნალი ხაჭაპურიძე შალვასგან ძალიან შორს არის. ელემენტარული წერა-კითხვა არ იცის და ელემენტარული ტერმინოლოგია ვერ ვასწავლეთ ამ კაცს წელიწადის განმავლობაში. ამაზეა ზუსტად ქართული ანდაზა - ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო“, - განაცხადა ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)