18:01 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 15:32:20, 1476 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი

რუსმა სამხედროებმა ხარკოვში, კუპიანის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ სულ მცირე ორი ადამიანია. ასევე, დაშავებულია მამაკაცი, რომელიც შენობასთან იმყოფებოდა. 

"ოკუპანტებმა კუპიანის რაიონს S-300 რაკეტით დაარტყეს. რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა", - წერს ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე. 

ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics