|
2023-02-23 15:08:17, 1474 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - შესაძლოა, რუსეთის ომი უკრაინაში კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს. LBC- თან ინტერვიუში უოლესმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ომი უკვე წააგო. „ვფიქრობ, რომ რუსეთმა სრული უყურადღებობა გამოავლინა არა მხოლოდ უკრაინის ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის მიმართ. მოგეხსენებათ, 12 თვეში 188 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. თქვენ იცით, როდესაც ვინმე კვეთს ზღვარს და ფიქრობს, რომ კარგია ამის გაკეთება საკუთარ ხალხისთვის, მაშინ ასევე ფიქრობს, რომ არ აპირებს გაჩერებას”, - თქვა უოლესმა. მან დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინის არმიის 97% უკვე ჩართულია ომში და მისი ტანკების ორი მესამედი უკვე განადგურებულია. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ბრძოლა უკრაინის ტერიტორიაზე გაზაფხულის ბოლოს ან 2023 წლის ზაფხულისთვის დასრულდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)