|
2023-02-22 19:06:27, 1400 ნახვა
კომენტარი
გიული ალასანია - შიში აქვთ, რომ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესი
შიში აქვთ, რომ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესი - ორგანოების გათიშვა, შეიძლება ადამიანი ჩავარდეს კომაში, - ასე გამოეხმაურა გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა “ვივამედში” გაკეთებულ განცხადებებს. მისივე თქმით, კლინიკა “ვივამედი” ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ახსნა მოუძებნოს, მაგრამ აღიარებენ, რომ ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. “შიში აქვთ, რომ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესი - ორგანოების გათიშვა, შეიძლება ადამიანი ჩავარდეს კომაში, არის ამის მონაცემები, ამის პროგნოზები გაკეთდა ადრე ძალიან ცნობილი ექიმებისგან. კლინიკის დანაშაული რომ აიცილონ, ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს რაღაც სხვა ახსნა მოუძებნონ, თუმცა იმას ამბობენ, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში", - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, დღეს, 22 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა "ვივა მედში” საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. კლინიკამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა პასუხისმგებლობას თავად პაციენტს დააკისრეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)