|
2023-02-22 18:31:20, 1634 ნახვა
კომენტარი
ხაჭაპურიძე სააკაშვილზე - ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ინფორმაცია ცნობილი, რომ ის გარდაიცვალა
სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ინფორმაცია ცნობილი, რომ ის გარდაიცვალა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დაბულინგებულ მდგომარეობაშია და განიცდის ტერორს პენიტენციურის მხრიდან, შესაბამისად კლინიკა "ვივამედი" ცდილობს შექმნას მტკიცებულება, იმისა, რომ თუ სააკაშვილი გარდაიცვლება თქვან, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად. "სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ინფორმაცია ცნობილი, რომ ის გარდაიცვალა და შესაბამისად, კლინიკამ იცის ეს ძალიან კარგად. ის არის დაბულინგებული, ტერორის ქვეშ [პენიტენციურის მიერ]. და შესაბამისად, ცდილობს კლინიკა ვივამედი შექმნას მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილი რომ გარდაიცვლება, თქვას, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)