|
2023-02-22 13:11:55, 1977 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - თუ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე შევწყვეტთ, რუსეთი აღარ იარსებებს
ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევის თქმით, თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევისთვის, ომი დასრულდება. „ყველა გონივრული ძალისთვის აშკარაა, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. თუ რუსეთი შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ვერ მიაღწევს გამარჯვებას, რუსეთი აღარ იქნება, მას ნაწილებად დაშლიან. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება“, წერს მედვედევი. მისივე თქმით, ბაიდენმა გუშინ, რუს ხალხს მიმართა პოლონელების წინაშე. სინამდვილეში, მან ქადაგება წარმოთქვა ამერიკის ტრადიციული მესიანური გასაღებით, რომელიც მორგებულია ხანდაზმულ სიგიჟეზე. „მან თქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიის დაცვა და რომ აშშ არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას. ეს განცხადება სასაცილოდ გამოიყურებოდა. ვინ არის ეს უცნაური ბაბუა, რომელიც მაუწყებლობს დაბნეული მზერით პოლონეთიდან? რატომ მიმართავს სხვა ქვეყნის მოსახლეობას იმ დროს, როცა საშინაო პრობლემებით არის სავსე? რატომ უნდა მოვუსმინოთ პოლიტიკოსს მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან, რომელიც სიძულვილს ამჟღავნებს ჩვენი სამშობლოს მიმართ? რატომ უნდა ენდონ რუსეთის მოქალაქეები შეერთებული შტატების ლიდერს, რომელმაც 20-21 საუკუნეებში ყველაზე მეტი ომი გააჩაღა, მაგრამ აგრესიაში ჩვენ გვსაყვედურობს? ადამიანი, რომელიც მთელ თავის დასუსტებულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მიმართავს მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთმა განიცადოს „სტრატეგიული მარცხი“. ახლა კი ბაიდენის გამოთქმის პერიფრაზს გავაკეთებ. ბაიდენმა ვარშავაში თქვა: „თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას შეწყვეტს, ომი ახლაცე დასრულდება, ხოლო თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ეს არის დახვეწილი ტყუილი. სიმართლე კი სულ სხვაა. თუ რუსეთი შეწყვეტს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე, ის არ იარსებებს, ის ნაწილებად დაიშლება. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება",- დასძინა მედვედევმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)