18:28 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 10:36:05, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია უკვე 54 ქვეყნისგან შედგება

კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია უკვე 54 ქვეყნისგან შედგება,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, პარტნიორების დახმარება უკრაინისთვის გადამწყვეტია.

„ფაქტია, რომ ანტიკრემლისტური კოალიცია უკვე შედგება 54 ქვეყნისგან. შეხვედრებზე იმდენი დელეგაცია იყო, ჯერ „რამშტაინში”, შემდეგ ბრიუსელში. „რამშტაინის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის გარდა, ბრიუსელში ასევე შედგა ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომელზედაც უკრაინა საპატიო სტუმრად იყო მიწვეული”,- განაცხდა რეზნიკოვმა.

მისივე თქმით, დღეს ყველას სჯერა უკრაინის გამარჯვების და ყველას უნდა ეს გამარჯვება.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ არსებობს უკრაინისგან, ომისგან დაღლილობის სინდრომი, ეს ასე არ არის. ჩვენი პარტნიორები ძალიან, ძალიან, ხაზს ვუსვამ, ძალიან მტკიცედ დგანან და მზად არიან ჩვენი გამარჯვებისთვის. ეს სულ სხვა განწყობაა, ვიდრე ერთი წლის წინ, როცა სამი დღე მოგვცეს დედაქალაქის დაცემისთვის და სამი კვირა მაქსიმუმ, რომ მთელი ქვეყანა დაეცემოდა. დღეს ყველას სჯერა უკრაინის გამარჯვების, ყველას უნდა ეს გამარჯვება”,- დასძინა რეზნიკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics