19:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 09:18:53, 1173 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა. 

მედიის ცნობით, კიევში ვიზიტის შემდეგ ბაიდენი უკრაინის დედაქალაქიდან პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემართა.

ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს. 

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში 22 თებერვლამდე დარჩება, მისი ვიზიტი კი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წლისთავს უკავშირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics