|
2023-02-21 09:15:20, 785 ნახვა
მსოფლიო
ჰათაის პროვინციაში ორი მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა
თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN Türk-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის ცნობით, ახალი მიწისძვრების შემდეგ, სამ ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. "ამ დროისთვის, 5 ადამიანის გამოყვანას ვცდილობთ ნანგრევებიდან, შემოსულია კიდევ 42 შეტყობინება", - უთხრა ჟურნალისტებს სოილუმ. ცნობისთვის, გუშინ, 20 თებერვალს, თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, ადგილობრივი დროით 20:04 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით, ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებიც დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად სამანდაგის რაიონში მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის სამხრეთ ნაწილში 6 000-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. 6 თებერვალს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 და მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა, რასაც 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)