|
2015-02-08 11:26:56, 752 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლის“ მხარდაჭერით, „ოქროს საჭე“-წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსი გრძელდება
კონკურსი „ოქროს საჭე“ გრძელდება, რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს. საავტომობილო ოსკარად წოდებულ კონკურსს ჟურნალი „აუტო ბილდ საქართველო“ კომპანია „ვისოლის“ მხარდაჭერით ახორციელებს. ამჯერად, კონკურსს „ოქროს საჭეს“ ფარგლებში, „ჯიპი“-ს მხარდამჭერი ღონისძიება გუდაურში ჩატარდა, რომლის დროსაც „ჯიპი“-ს ახალი მოდელის დეტალური ტესტი შედგა. ტესტ დრაივი „აუტო ბილდ საქართველოს“ მთავარმა დირექტორმა შალვა ბუაჩიძემ და „ვისოლის“ გუნდის წევრმა, პროფესიონალმა მრბოლერმა შაკო ციხელაშვილმა ჩაატარეს. „ჯიპის ცენტრმა“ ტესტ დრაივზე უახლესი Grand Cherokee-ს, Overland ვერსია წარადგინა, 3.0 ეკო დიზელის ახალი ტექნოლოგიის ეკონომიკური ძრავით და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. „ეს არის „ოქროს საჭის“ კონკურსი, რომელიც არის ყოველწლიური და ემსახურება წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას ყველა კლასში. ამ შეთხვევაში წარმოდგენილია ახალი Grand Cherokee. ეს ავტომობილი „ოქროს საჭის“ კონკურსში მონაწილეობს. დღეს მოგვეცა საშუალება, რომ ქართულ რეალობაში- გუდაურში, თოვლში, გამოვცადოთ, გავტესტოთ, თუ როგორ დადის, რამდენად კარგი ყველგანმავალია.სპეციალურად ზამთრის საბურავები დავაყენეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მომზადებული ყოფილიყო ეს ავტომობილი. Grand Cherokee არის კომფორტული, აქვს თითქმის ყველა ფუნქცია, რაც უნდა ჰქონდეს ყველგანმავალს. წლის საუკეთესო ავტომობილი ყველა კლასში თებერვლის ბოლოს გამოვლინდება. ვნახოთ, რამდენად აქვს შანსი ჯიპ Grand Cherokee-ს, რომ თავის კლასში საუკეთესო ავტომობილი გახდეს“,-განაცხადა შალვა ბუაჩიძემ. გუდაურის დამსვენებლებს საჩუქრად ჟურნალს „აუტო ბილდ საქართველოს“ სხვადასხვა ნომრები დაურიგდათ. ამასთან, ნებისმიერს საშუალება ექნება, ადგილზე მიიღოს მონაწილეობა კონკურს “ოქროს საჭეში“-ში და ხმა მისცეს მისთვის სასურველ მოდელებს. კონკურსში მონაწილეობას წლის საუკეთესო ავტომობილები მიიღებენ, რომლებიც გადანაწილებული არიან 6 კლასში. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა www.autobild.ge-ზე მიმდინარეობს. კონკურსი საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. „ოქროს საჭის“ კონკურსში მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელებისთვის რეკომენდებული სწორედ უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავია, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი“ „ეკოს“ პროდუქტების სახით, საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. „ზამთრის სეზონზე კი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტომობილის საბურავების ხარისხიც. „ნოაკიანისა“ და „პირელის“ გამორჩეულად მაღალი ხარისხის საბურავები კი, ექსკლოუზიურად „ვიანორში იყიდება, შესაბამისად, „ვისოლი“ მოხარულია, იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა“,-განაცხადა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში ჩართული არიან საავტომობილო დილერები, სხვადასხვა ავტო ბრენდის ფან კლუბები და სხვა გულშემატკივრები.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)