|
2023-02-20 13:23:49, 1789 ნახვა
ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ორნიშნა ზრდა, როგორც ჩანს, იანვარშიც შენარჩუნდება
იანვრის საგარეო სექტორის მაჩვენებლები კვლავ ძლიერია. კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის ზრდამ აშშ დოლარში, 38.5% და 25.2% შეადგინა. ასევე, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გზავნილები, დაახლოებოთ 37.5%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენამ 2019 წელთან შედარებით, „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, 167.6% შეადგინა. საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალური მონაცემები და ასევე სებ-ის მიხედვით ტურიზმის დინამიკის იანვრის მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. საერთაშორისო ბაზრების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე ძლიერი დასაქმების მაჩვენებლებისა და უფრო მაღალი ინფლაციის გამო, აშშ დოლარის სხვადასხვა ვადიანობის საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა. ასევე, დოლარის გაცვლითმა კურსმა ბოლო პერიოდში დაკარგული პოზიციები გარკვეულწილად აღიდგინა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ბაზრის მოლოდინებით, ორწლიანი და მეტი ვადიანობის ევროსა და დოლარის საპროცენტო განაკვეთებს შორის დიფერენციალის პროგნოზი, კვლავ ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ასევე, ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ევროსა და დოლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შეფასება, საშუალოვადიან პერიოდში უფრო მყარი ევროს არგუმენტებია. ამ კუთხით, საქართველოსათვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სავალუტო რისკის აღებისას, პორტფელში ევროსა და დოლარის სავარაუდოდ ოპტიმალური წილის „თიბისი კაპიტალის“ გაანგარიშება კვლავ უცვლელია, რაც ჩვენს ადრინდელ პუბლიკაციებშია ხელმისაწვდომი. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005704-weekly-update-from-the-chief-economist
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)