|
2023-02-20 10:31:43, 778 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა
თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 020-ს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ" ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში, გარდა კაჰრამანმარაშისა და ჰათაის პროვინციისა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მიწისძვრით დაზარალებული პროვინციებიდან ევაკუირებულია 460 900-ზე მეტი ადამიანი, დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ კი 13 მლნ-ს გადააჭარბა. კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრებს 6 210-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე, 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქეც ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)