|
2023-02-18 18:11:20, 1041 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ - რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მოლდოვას წინააღმდეგ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ ახლა მოლდოვას ნატოში გაწევრიანებაზე დისკუსიას არ აქვს პერსპექტივა რუსული პროპაგანდის ხანგრძლივი გავლენის გამო, რამაც გაანადგურა ამ ნაბიჯის საზოგადოების მხარდაჭერა. "როდესაც ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს რუსეთი, ცხადი ხდება, რომ ნეიტრალიტეტი არ გვიცავს. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს საზოგადოების მხარდაჭერა ამის შეცვლაზე... მიუხედავად ამისა, ასეთი შესაძლებლობა მოლდოვაში განხილვის საგანი არ არის." - აცხადებს მაია სანდუ. სანდუმ აღიარა, რომ მოლდოვაში არ არსებობს საჯარო კონსენსუსი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის თაობაზე და რომ, მისი თქმით, რუსული პროპაგანდაა დამნაშავე. ასევე მიუნხენის კონფერენციაზე სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მისი ქვეყნის წინააღმდეგ, იყენებს ეკონომიკურ ზეწოლას და პროპაგანდას. მოვდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ჩარევის მიზანი მოლდოვას საქმეებში საზოგადოების დესტაბილიზაცია და ხალხის ქუჩაში გამოყვანა იყო ხელისუფლების შესაცვლელად და პრორუსული ხელისუფლების შესაქმნელად. მან დახმარება სთხოვა საჰაერო მეთვალყურეობასა და თავდაცვაში, მაგრამ თქვა, რომ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან მოლდოვაში შეჭრის უშუალო საფრთხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)